ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1.1% შემცირდა სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მილიონი დოლარი და 767.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით, ანუ 3.0 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 49.60 მილიონი დოლარი იტალიიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა აშშ, 49.03 მილიონი დოლარით, მესამე ადგილს 35.82 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 25.52 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 24.72 მილიონი დოლარით.
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე
- ბადრიჯანი პამიდვრით