საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება
2024 წლის 1 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ფასის მატების მიზეზად, სააგენტო ასახელებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, როგროც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარბეის კუთხით, შესაბამისად, მათივე თქმით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასთა შემდეგნაირი ცვლილება:
6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
6-18 წლამდე შენარჩუნდება 5,5 ლარი
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად - 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვალად - 25 ლარი.
ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვალად - 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი