ოქტომბერში 2 კვირით, ქუთაისის აეროპორტი დაიხურება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს. გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.
"როგორც მთელს მსოფლიოში, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება ასაფრენი ზოლის ვარგისობის შემოწმება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს, რისთვისაც საჭირო გახდება აეროპორტის დროებით დახურვა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია,"-’აცხადებს თამარ არჩუაძე.
ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი