ბოლო 7 წელში საქართველოს მოსახლეობის დანახარჯები 3.5-ჯერ გაიზარდა
„ბოლო 7 წლის განმავლობაში მოსახლეობის დანახარჯები 3.5-ჯერ არის გაზრდილი“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ახალი კვლევით ხდება ცნობილი.
კვლევის თანახმად, აღნიშნულს მცირედით ასტიმულირებს ტურიზმის ზრდა, თუმცა ტურიზმის ჯამური წილი დანახარჯებში 10%-ზე ნაკლებია. მოსახლეობის დანახარჯების მკვეთრი ზრდა, ძირითადად, მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული საკვებზე, სასმელზე და თამბაქოზე.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა ისიც, რომ იმ მაღაზიების ბრუნვა, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობით არიან დაკავებული 8 მილიარდ ლარს აღწევდა 2021 წელს. ბაზრების, ბაზრობების და სხვა გარე ვაჭრობის ობიექტების გათვალისწინებით, პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის შემოსავლები კი 10 მლრდ ლარს აჭარბებს.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობაში ორგანიზებული მოთამაშეების შემოსავლების ზრდა მკვეთრად აღემატება ჯამურად მაღაზიების შემოსავლების ზრდას (ბაზრებისა და ბაზრობების გარეშე). ვფიქრობთ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად მოხდება ორგანიზებული ბაზრის კონსოლიდაცია, რომელიც უფრო მეტად ჩაანაცვლებს არაორგანიზებულ ბაზარს“, - წერია კვლევაში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"