"როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, მოსახლეობის ტარიფებზე არ აისახება"
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007, 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 წელს ის ტარიფები, რომელიც სემეკმა დაადგინა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგია და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა 6-7 წელიწადი, ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც ითხოვდა „ინტერ რაო“. ყოველთვის ჩვენ ასეთ დროს მომხმარებლების ინტერესებიდან ამოვდივართ. მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა, მოითხოვა, რასაც აყენებდა „ინტერ რაო“, 200 მილიონზე მეტს აყენებდნენ და 80 მილიონი არის დადასტურებული და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე,“- განაცხადა თურნავამ.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა