"მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, გურიაში თხილის საწარმოს ეწვია.
მთავრობის მეთაური საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. დამფუძნებლების ინფორმაციით, კომპანიას დღეში 10 ტონა თხილის მიღება და გადამუშავება შეუძლია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა შოთა ხინთიბიძემ აღნიშნა, ახალი მიმართულების დანერგვის მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში საწარმოს 500 000 ლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცდა, რამაც გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა. კომპანია თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და პროდუქცია ევროპაში გააქვს. კომპანიის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - იტალია და გერმანია.
პრემიერ-მინისტრი ასევე საწარმოში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლეს და სხვადასხვა დარგში სამაცივრე თუ გადამამუშავებელი საწარმოები შექმნეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
ფერმერებმა მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსების გარეშე წარმოების განვითარებას ვერ შეძლებდნენ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე