3.5 მლნ დოლარიანი ვილა განადგურებულია - პირს ბროსნანმა დამწვარი სახლის დანახვისას ემოციები ვერ შეიკავა
პირს ბროსნანი ხანძრის შემდეგ მალიბუს სანაპიროზე მდებარე სახლის სანახავად დაბრუნდა, 3.5 მლნ დოლარად შეფასებული სახლი სამხრეთ კალიფორნიაში სტიქიამ გაანადგურა.
ფოტორეპორტიორებმა მსახიობი მანქანიდან გადმოსვლისას გადაიღეს, ბროსნანმა დამწვარი სახლის დანახვისას ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

ოჯახი ხანძრის გამო იძულებული გახდა, გასულ უქმეებზე სახლი დაეტოვებინა. ბროსნანების 1200 კვ.მ-ის ფართობის ვილაში ოთხი საძინებელი და 12 სააბაზანო იყო. სახლი ბროსნანებმა თავად ააშენეს.

65 წლის ვარსკვლავი და მისი ცოლი, კილი შეი სმიტი სახლის სანახავად სამშაბათს დაბრუნდნენ. კილის სახეზე რესპირატორული ნიღაბი ეკეთა, რადგან ჰაერში ჯერ კიდევ არის მავნე ნივთიერებები.
პირს ბროსნანი არ არის ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავი, ვისი ქონებაც სტიქიამ შეიწირა. ცეცხლმა მიწასთან გაასწორა ჯერარდ ბატლერის, ლედი გაგას, კარდაშიანების და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში, ხანძრის კერებთან ახლოს მდებარეობდა.
სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს ენტონი ჰოპკინსის ვილა - ფოტოებზე, რომელსაც "დეილი მეილი" ავრცელებს, ჩანს, რომ ვარსკვლავის მეზობლად სახლები დამწვარია, მისი ქონება კი ოდნავაც არ არის დაზიანებული.

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 52 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.
წყარო: ambebi.ge
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"