ჯუდი დენჩი თვითიზოლაციაში TikTok-ით ერთობოდა
მსახიობმა ჯუდი დენჩმა ბრიტანულ ტელეარხ Channel 4-თან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიტანა თვითიზოლაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიით იყო განპირობებული.
სოციალურ ქსელში მსახიობი 22 წლის შვილიშვილის, სემ უილიამსის წყალობით გამოჩნდა. ჯერ კიდევ აპრილში მათ მონაწილეობა საცეკვაო გამოწვევაში მიიღეს.
"ამან გადამარჩინა. მე TikTok-ზე არაფერი ვიცი. სემი კი ტექნიკურად კარგად გათვითცნობიერებული ადამიანია და იდეების გენერატორი ის იყო", - განაცხადა ჯუდი დენჩმა.
მსახიობმა ასევე ისაუბრა მიზნებზე, რომლებსაც კარანტინის დროს ისახავდა.
"მე შექსპირის სონეტებს ვსწავლობდი. ცოტაც ვხატავდი. მეგობრებს ვესაუბრებოდი და სემთან ერთად TikTok-ს ვიღებდი", - ამბობს დენჩი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო