"ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია ორ პატარა ლათინოამერიკელ გოგოს“, - ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას ცეცხლოვანი შოუ Super Bowl-ზე
მაიამიში წლის ყველაზე სანახაობრივი შოუ, Super Bowl 2020 გაიმართა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სანახაობაა, რომელზე გამოსვლაც განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება.
Super Bowl პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალია, რომელიც ყოველ წელს მაიამი გარდენსის Hard Rock Stadium-ზე იმართება. ყველაზე სანახაობრივი ღონისძიების მთავარი ნაწილია მატჩებს შორის შოუ, რომელზეც ყოველ წელს სხვადასხვა შემსრულებლები შთამბეჭდავ სანახაობას მართავენ. წელს შოუს მთავარი გმირები ჯენიფერ ლოპესი, შაკირა და ჯენიფერის 11 წლის შვილი იყვნენ.
შემსრულებლებმა მაყურებელს დაუვიწყარი, ცეცხლოვანი შოუ შესთავაზეს. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ჯენიფერ ლოპესმა "ინსტაგრამის“ პირად გვერდზე შაკირასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
"აღფრთოვანებული ვარ, რომ სცენა შენთან ერთად უნდა გავიზიარო. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია ორ პატარა ლათინოამერიკელ გოგოს“, - წერდა ჯენიფერი.
და მართლაც, როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, პოპშემსრულებლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მსოფლიოს, რომ დაუვიწყარი შოუს დადგმა მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ. მომღერლებმა თავიანთი ყველაზე პოპულარული სიმღერები შეასრულეს. განსაკუთრებული გამოხმაურება კი მოჰყვა ჯენიფერის ცეკვას სტრიპტიზის ელემენტებით.
გარდა ამისა, შემსრულებლებმა ტრაგიკულად გარდაცვლილი კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა გაიხსენეს და ერთ-ერთი ნომერი მას მიუძღვნეს.
შოუზე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ჯენიფერ ლოპესის 11 წლის ქალიშვილის, ემი მუნიესის გამოჩენა, რომელმაც დედასთან ერთად სიმღერა "Let's get Loud" შეასრულა.
ამერიკის ჰიმნი 2020 წლის შოუზე დემი ლოვატომ იმღერა.

ნახეთ ფოტოები წლის ყველაზე შთამბეჭდავი შოუდან:




ეს კი ვიდეო, რომელიც სრულად ასახავს სანახაობას:
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს