ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა
ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ყველაზე პრესტიჟულ – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ხუთის ნაცვლად, წელს ათი კინოსურათია წარდგენილი.
11 ნომინაციით ლიდერობს ფილმი Everything Everywhere All At Once. კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს მიშელ იოუ ასრულებს, მაყურებელს მოუთხრობს ისტორიას ქალზე, რომელიც მულტისამყაროებს შორის მოგზაურობს და საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე წარადგინეს ფილმები: Top Gun: Maverick, Avatar და The Banshees of Inisherin.
საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს გერმანული ნამუშევარიც – All Quiet on the Western Front, რომელიც ასევე წარდგენილია წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში.
წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში ჯილდოს მოპოვებას ასევე შეეცდებიან: არგენტინული კინოსურათი Argentina, 1985, ბელგიური – Close, პოლონური – Eo და ირლანდიური The Quiet Girl.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინირებულენი არიან: ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრაიზერი, პოლ მესკალი და ბილნაინი.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ქეით ბლანშეტი, ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო, მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ.
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოლებენ: მარტინ მაკდონაჰი, სტივენ სპილბერგი, დენიელ შაინერტი და დენკვანი, ტოდ ფილდი და რუბენ ესტლუნდი.
ოსკარების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 12 მარტს გაიმართება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი