ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს
ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
„მე გავაგრძელებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ლტოლვილთა და სხვა დევნილთა მხარდასაჭერად. გაეროს სისტემაში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ვგრძნობ, რომ დროა, სხვაგვარად ვიმუშაო, უშუალოდ ვითანამშრომლო ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ მას ესმის მსახიობის სურვილი ცვლილებებისკენ და იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა სხვა ფორმატში გაგრძელდება.
ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობს, კეთილი ნების ელჩად კი, 2012 წლიდან დაინიშნა.
სიახლეები
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“
- დაგეგმე შენი დასვენება CozyWave-ში
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი