ადრიანა ლიმამ ვიქტორია სეკრეტი დატოვა
ეს ისტორია 1998 წელს, ნიუ-იორკში იწყება და 20 წლის შემდეგ, კვლავ ნიუ-იორკში სრულდება. 20 წლის წინ, ვიქტორია სეკრეტმა ბრაზილიელი თინეიჯერი, ადრიანა ლიმა ახალ მოდელად აიყვანა.
2018 წელს, ბრენდის ყველა დროის ყველაზე დიდებულმა ანგელოზმა ვიქტორია სეკრეტი დატოვა. ინფორმაცია დადასტურებულია როგორც სუპერმოდელის, ასევე ბრენდის მიერ. ადრიანამ ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის შოუ დახურა.

გუშინდელ შოუში,რომელიც ადრიანა ლიმასთვის ბოლო იყო, ბრაზილიელმა გახსნა სეგმენტი სახელად Flights of Fantasy, დახურა – Celestial Angels. გახსნამდე ვიქტორია სეკრეტის გუნდმა ეკრანზე ამაღელვებელი კოლაჟი გაუშვა, რომელიც ლიმას შთამბეჭდავ კარიერას ასახავდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა დიდ ეკრანზე დააწერა: The Greatest Angel Of All Time/ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი. გამოსვლას ადრიანას ცრემლები და მაყურებლების ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.
ადრიანა ლიმა ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე პირველად 1999 წელს მოხვდა და მას შემდეგ 18 შოუში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელს შოუ გახსნილი აქვს ხუთჯერ, ბრილიანტის ბიუსჰალტერი მორგებული აქვს სამჯერ და ის ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ანგელოზია ბრენდის ისტორიაში.

სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა