"ეს იყო ბეწვის ხიდი"- მაია ასათიანი
"განცდა მაქვს, რომ დაბადების დღე მაქვს, იმდენი წერილი მივიღე სულ სითბოთი და სიყვარულით სავსე" , -ამის შესახებ ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.
ის მადლობას უხდის მაყურებელს ახალი საეთერო სეზონის დასაწყისის დადებითად შეფასებისთვის.
"ასე მგონია, რომ მართლა ხელახლა დავიბადე, იმიტომ რომ რაც გადაცემა ეთერში გავიდა და რაღა დაგიმალოთ, ისე ვნერვიულობდი... ეს იყო ბეწვის ხიდი, რომ ზედმეტობაში არ გახაზრდილიყო ჩემი ამბის თქვენთვის მოყოლა.
განცდა მაქვს, რომ დაბადების დღე მაქვს, იმდენი წერილი მივიღე სულ სითბოთი და სიყვარულით სავსე. არ მიყვარს გამოთქმა "სიტყვები არ მყოფნის", მაგრამ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც სიტყვები არ მყოფნის. თქვენ მაცოცხლებთ, თქვენ მაძლიერებთ თვენი საოცარი მზრუნველობა ჩემს მიმართ ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაფერს. უღრმესი მადლობა ამისთვის", - ამბობს ტელეწამყვანი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი