"დები დადვანები უფრო აზრზე მოსული გოგოები ჩანან, ვიდრე თავცარიელი ჩიკა და მისი ჩერჩეტა დაქალობა" - ყოფილი პირველი ლედი "ჩცდ"-ში გამოჩნდა
ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა და პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. შოუში მან ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლი შეასრულა.
სიუჟეტის მიხედვით, ბაქარი დადუკა დადვანს ლეკას ფოტოს დაბეჭდვას სთხოვს ჟურნალის გარეკანზე, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას სთავაზობს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ სერიაში გამოჩნდება მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, ყოფილი პირველი ლედი გადაღებულია ფილმებში: "გაიღიმეთ," "დღე," "ტრასა", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" და "აღდგომის ბატკანი".

"ჩცდ"-ს "ფეისბუქ-გვერდზე მაკა ჩიჩუას სერიალში გამოჩენას აქტიური დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ფანებისთვის დებმა დადვანებმა ჩიკა და მისი სადაქალო დაჩრდილეს.
"მგონი ყველა შეთანხმდება, რომ დები დადვანები უფრო აზრზე მოსული გოგოები ჩანან, ვიდრე გაფილოსოფოსებული, თავცარიელი ჩიკა და მისი უარესად ჩერჩეტა დაქალობა", - წერენ მაყურებლები.


ambebi.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს