ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა
ცნობილია, ტერორისტთა წრეებში როგორ მომწიფდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა.
პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა, რომლის ანგარიშზე მრავალი სისხლიანი აქციაა, "ალ ქაიდას" მეთაურ ბინ ლადენს 1996 წელს ავღანეთში ჩააკითხა და შესთავაზა ათი თვითმფრინავის ერთდროულად გატაცება და აშშ-ში ცნობილი სამოქალაქო სამიზნეებისთვის დაჯახება.
ბინ ლადენმა ჩანაფიქრი განუხორციელებლად მიიჩნია და დაიწუნა, თუმცა სამი წლის შემდეგ გადაიფიქრა და მოჰამედი ყანდაღარში მიიწვია ამ გეგმის მცირემასშტაბიანი ვერსიის შესამუშავებლად. სწორედ ამგვარად დაიგეგმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი...

1945 წლის 28 ივლისს დილის 9 საათსა და 40 წუთზე, სქელ ნისლში, ბომბდამშენი B-25 “მიტჩელი” ნიუ-იორკის ცათამბჯენ "ემპაიერ სტეიტ ბილდინგს" დაეჯახა. შეჯახება მოხდა 78-ე და მე-80 სართულებს შორის, სადაც ეროვნული კათოლიკური საბჭოს ოფისები იყო განლაგებული. ავარიის შედეგად შენობაში გაჩნდა 5,5X6,1 მეტრი ზომის ხვრელი. შენობის სტრუქტურული მთლიანობა შეჯახებას არ დაურღვევია, თუმცა დაიღუპა 14 ადამიანი - ეკიპაჟის 3 წევრი და 11 შენობაში მყოფი.

ერთ-ერთმა ძრავამ გამჭოლად გაიარა ცათამბჯენში, გახვრიტა მოპირდაპირე კედელი, იფრინა კიდევ 270 მეტრი და ახლომდებარე შენობას დაეცა, სადაც ცეცხლში განადგურდა პენტჰაუსში განლაგებული სამხატვრო სტუდია. მეორე ძრავა და შასის ნაწილი ლიფტის შახტში ჩაცვივდა. წარმოქმნილი ხანძარი 40 წუთში ჩააქრეს - ეს ერთადერთი ხანძარია ასეთ სიმაღლეზე, რომლის გაკონტროლებაც მოხერხდა.

პილოტ უილიამ სმითის ნეშტი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს ლიფტის შახტის ფსკერზე. შენობის დაზიანებისა და მსხვერპლის მიუხედავად, "ემპაიერ სტეიტ ბილდინგი" მომდევნო ორშაბათს გაიხსნა.
სხვათა შორის, 1960-იან წლებში, როცა პროექტდებოდა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენი, ამ ინციდენტის გათვალისწინებით განიხილეს სცენარი, თუ ერთ-ერთ შენობას შემთხვევით ბოინგი-707 შეეჯახებოდა. თუმცა, 2001 წელს ტყუპი ცათამბჯენი ბოინგ-767-მა იმსხვერპლა...

P.S. ცათამბჯენზე კიდევ ერთი შეჯახება 2006 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს 18:42 საათზე მოხდა - ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბან ზემო ისტ-საიდში ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი (Cirrus SR20) მრავალბინიანი ცათამბჯენის (Belaire) ჩრდილოეთ მხარეს შეეჯახა.

დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი და კიდევ 21 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ბინაში წარმოქმნილი ხანძარი ორ საათში ჩააქრეს. მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა, თუმცა კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ იჯდა საჭესთან - თვითმფრინავის მფლობელი, “ნიუ-იორკ იანკიზის” ფეხბურთელი კორი ლიდლი თუ მისი სერტიფიცირებული მფრინავი-ინსტრუქტორი ტაილერ სტენჯერი...
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა