,,ტყუილად არ არის ნათქვამი: სიკეთის მკეთებლის დედაო...''-ცოტნე გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი წლის წინანდელი მოგონება ამოტივტივდა...
ვისაც გახსოვთ, მამაჩემმა რომ ქვეყანაში პურის გაძვირებაზე უარი თქვა (მაშინ ამ ამბავს ჯერ ისევ სახელმწიფო არეგულირებდა), კრემლიდან მართული ოპოზიცია ამაზეც აყეფდა. სახლში დაბრუნებულს, ჩვენთან სტუმრად მყოფმა მისმა მეგობარმა ჰკითხა: რატომ გააკეთე, ზვიად, ხომ ხედავ, მაინც გაკრიტიკებენ და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაწყენსო?
მან უპასუხა: - მე ამ ქვეყანაში იმდენ ადამიანს ვიცნობ, საღამო რომ მარტო ჩაიზე და პურზე გადააქვთ, და ისინი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?
აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა... სამაგიეროდ, მალე ჩამოსულმა დიდმა პოლიტიკოსმა ცეცხლის ფასი გაუხადა ამ ხალხს ნავთი, ბენზინი, პური და საკუთარ ძმიშვილებს ჩაუგდო ხელში, და ნუგზარა-ცეზარები მილიარდერები გახადა. მეორემ - ომიდან რამდენიმე დღეში მილიარდიანი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. ტყუილად კი არ არის აქ ნათქვამი: სიკეთის მკეთებლის დედაო...''-წერს გამსახურდია.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება