როდის და როგორ უნდა დავთესოთ ჯეჯილი?...
ჯეჯილი, პასკა და წითელი კვერცხი ეს ის სამეულია რომლის გარეშეც აღდგომა წარმოუდგენელია...
როდის და როგორ დავთესეოთ სააღდგომო ჯეჯილი?
იმისათვის რომ სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს ის აუცილებლად უნდა დავთესოთ აღდგომამდე ორი კვირით ადრე...
ჯეჯილის დასათესად ნებისმიერი ფორმის ჭურჭელის გამოყენება შეიძლება ეს თქვენ გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული..


იმისათვის რომ ჯეჯილი კარგად გაღვივდეს ის გარეცხეთ თბილ წყალში და მთელი ღამე დატოვეთ წყალში.დილით გადაწურეთ წყალი და თქვენს სასურველ ჭურჭელზე ჯერ მოათავსეთ ბამბა ამ სუფთა მიწა და შემდეგ მოაყარეთ გაღვივებული ჯეჯილი..
მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილასც სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით ნიადაგი რომ არ გამოუშრეს ყოველ დილით დანამეთ წყლით...
პ.ს როგორი სიყვარულით და მზრუნველობით მიხედავთ თქვენს ჯეჯილს ისეთივე ლამაზი იქნება ის...წარმატებებს გისურვებთ...
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს