5 რჩევა, როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში სწორად
ზამთარმა და გაზაფხულის კარანტინმა, სახსოვრად ზედმეტი კილოგრამები და გამოფიტული სხეული დაგვიტოვა.
საზაფხულოდ სხეულის მწყობრში მოსაყვანად, პირველ რიგში, კვების რაციონის მოწესრიგებაა საჭირო.
თავადაც მიხვდებოდით, რომ დღის მანძილზე ცხელი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებამ იკლო. ალბათ, თქვენც უფრო მსუბუქი კერძები გინდებათ, ან ხილის მოთხოვნილება გაგიჩნდათ. ეს სრულიად ბუნებრივია. გვშივდება ის, რასაც ორგანიზმი ითხოვს.
1. ყოველდღიურ რაციონს დაამატეთ სეზონური ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი და სხვა. შეეცადეთ, ამ ყველაფრით ისეთი მძიმე საკვები ჩაანაცვლოთ, როგორიცაა ხორცი და ცხიმიანი სოუსები.

2. სალათებისთვის გამოიყენეთ ე.წ. დრესინგები (სოუსები): ლიმონის წვენი, ბროწეულის ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი და სხვა. რაც თქვენს საკვებს სიჯანსაღესთან ერთად, საოცარ გემოს შემატებას.

3. ხშირად დალიეთ ფორთოხლის წვენი (ეს უკანასკნელი შეგიძლიათ, საკვების ერთ-ერთ ინგრედიენტადაც გამოიყენოთ).

4. ზაფხულში (და არა მხოლოდ) მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით მარილის მიღებას. მარილი თქვენს ორგანიზმში წყლის შეკავებას უწყობს ხელს, რაც უარყოფითად აისახება როგორც წონაზე, ისე მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და სხვა.

5. მიირთვით სეზონური ხილი, თუმცა შეეცადეთ, რომ ის დღის პირველ ნახევარში მიიღოთ.

სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს