საზაფხულო სმუზი ალუბლითა და ჩიას მარცვლებით - სასარგებლო სასმელი, რომელიც ენერგიის აღდგენასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ
ალუბლის სეზონზე არაერთი გემრიელი დესერტისა და სასმლის მომზადება შეგვიძლია.
ალუბალი განსაკუთრებით სასარგებლო ხილია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, გვეხმარება გაჯანსაღებაში, ენერგიის აღდგენაში და ცხელი დღეების დროს გაგრილებაში. დღეს გაგიზიარებთ ალუბლის სმუზის რეცეპტს, რომელიც სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისათვის:
ინგრედიენტები:
- 250 მლ ნუშის რძე
- 250 გრ ალუბალი, კურკის გარეშე
- 1 მანგო
- 1 სუფრის კოვზი სელის თესლი
- 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი
- ვანილი
მომზადება:
რძე, მანგო და ალუბალი, ასევე ჩიასა და სელის თესლი დააბლენდერეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ნუშის რძე შეგიძლიათ, ჩვეულებრივი რძით ან ქოქოსის რძით შეცვალოთ. მანგო კი სხვა უფრო ხელმისაწვდომი ხილით - მარწყვით, ბანანით ან ანანასით. უმჯობესია, რძეც და ხილიც იყოს ცივი. თუ არსებული მასა თქვენთვის საკმარისად ტკბილი არ იქნება, შეგიძლიათ, დაამატოთ თაფლი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაამატოთ ვანილიც.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"