ოთხი კატეგორიის პროდუქტი, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს სახსრების ტკივილი
ამერიკელმა დიეტოლოგმა მოლი ჰემბრიმ დაასახელა ოთხი კატეგორიის პროდუქტი,რომელიც აძლიერებს ძვლებისა და სახსრების ტკივილს. სპეციალისტი გვირჩევს რაციონიდან მათ ამოღებას, ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად.
პირველია რძის პროდუქტები. მისი თქმით, მაღალი ცხიმიანობის რძე, ნაღების კარაქი ან ნაღები შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც აძლიერებს სახსრებში ანთებას.
ძვლებისა და სახსრების ტკივილის დროს, უარი უნდა ვთქვათ დამუშავებულ წითელ ხორცზე (სოსისი, ძეხვი, ლორი), რადგანაც ის შეიცავს ანთების პროცესის მაპროვოცირებელ ნიტრიტებსა და პურინებს.
დიეტოლოგი ტკბილი გაზიანი სასმელების მოყვარულებს აფრთხილებს, რომ ეს სასმელები აზიანებს არა მარტო კბილის მინანქარს, არამედ ასუსტებს ძვლებს, ამიტომ მათი მოხმარება ზრდის მოტეხილობების რისკს და აძლიერებს ართრიტის დროს უსაიმოვნო შეგრძნებებს.
ზოგიერთი ზღვის პროდუქტი - ანჩოუსები, თინუსი, სარდინები შეიცავს დიდი რაოდენობით პურინებს, რომელიც ორგანიზმში შარდის მჟავად იშლება. შარდის მჟავას კრისტალების დაგროვება სახსრებში იწვევს პოდაგრას.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე