როგორ შევინარჩუნოთ ტუჩსაცხი ნიღბების ქვეშ?
ტუჩსაცხის გამოყენება ნიღბების ქვეშ სულაც არ წარმოადგენს რთულ დავალებას. მკვეთრი ფერის ტუჩსაცხზე უარის თქმა კი არ არის საჭირო, მითუმეტეს რომ მაკიაჟი განწყობის ამაღლების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩაინიშნეთ როგორ არ უნდა შეუშალოს ერთმანეთს ხელი ტუჩსაცხის გამოყენებამ ნიღბების ქვეშ.

სკრაბი + ტუჩის ბალმი
მანამ სანამ ტუჩსაცხს გამოიყენებთ, აუცილებლად დაისკრაბეთ ტუჩები, შემდეგ გამოიყენეთ ბალმი, ეს მარტივი და სასარგებლო მანიპულაცია აუცილებელია ტუჩების მაკიაჟისთვის მოსამზადებლად, მათთვის სირბილის და დატენიანებული ეფექტის მისანიჭებლად.
მატე ტუჩსაცხი და ტინტები (მდგრადი პიგმენტი)
ამ მეთოდით უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ ტუჩებზე ტუჩსაცხი უფერო ბალმებისა და საცხისებრი ტუჩსაცხებისგან განსხვავებით. დაიტანეთ თხელი ფენა, დაელოდეთ 30 წამი, იმისათვის რომ გაშრეს ტუჩსაცხი, შემდგომ კიდევ ერთხელ წაისვით და მდგრადი თანაბარი ტონიც მზად არის.

ფანქრები
შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩსაცხების და ბაზის ქვეშ. ისინი საკმაოდ კარგი პიგმენტაციით გამოირჩევა და მდგრადია: ფანქართან ერთად ტუჩსაცხი უფრო დიდხანს ძლებს, ტუჩის მაკიაჟი კი უფრო მკვეთრი და ლამაზია.
წასმის ტექნიკა
აქ საკმაოდ დიდი როლი წასმის ტექნიკას უკავია, უმჯობესია ტუჩსაცხი მსუბუქად თითების მეშვეობით დაიტანოთ, დაიწყეთ ტუჩის ცენტრიდან და გადაინაცვლეთ კუთხეებისკენ.

ტუჩებზე პუდრის გამოყენება
გამოიყენეთ პუდრი არამარტო სახეზე. დაიტანეთ ტუჩებზე საცხის გამოყენებამდე, შემდგომ კი მაკიაჟის ფიქსატორით დააფიქსირეთ. მთავარია არ გადაამეტოთ, ასე შეინარჩუნებთ სიმდგრადეს, ხოლო ბიუთი-ხრიკი დაგეხმარებათ დელიკატურად შეინარჩუნოთ მაკიაჟი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი