რა შემთხვევაში გადავურჩებით მკაცრ ლოქდაუნს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის აუცილებელი პირობები დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ევროპის ქვეყნებში მკაცრი ლოქდაუნის შემოღება აუცილებელი აღარ იქნება.
ჯანმო-ს განცხადებით ხისტი ლოქდაუნი უკიდურესი ზომაა და მისი შემოღება სავალდებულო არ გახდება, თუ ევროკავშირის მოსახლეობის 95% დამცავ ნიღაბს ატარებს. ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ გააკეთა.
კლიუგეს თქმით, სასწავლებლების დაკეტვა არაეფექტური ზომა აღმოჩდა და ის მიიჩნევს, რომ ევროპაში დაწყებითი სკოლები მაინც, ჩვეულ რეჟიმში უნდა ფუნქციონირებდეს.
საფრანგეთსა და გერმანიაში დღეისათვის შეზღუდვების განმეორებითი მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. ბრიტანეთში კარანტინის შედარებით შემსუბუქებული ფორმა გამოაცხადეს.
ნიდერლანდებში პირიქით, კარანტინის შემსუბუქება დაიწყეს და მუზეუმების, კინოთეატრების, ბიბლიოთეკებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა დაუშვეს.
საფრანგეთში, მკაცრი ლოქდაუნის პირობებში, წინასაშობაოდ ნაძვის ხეებითა და საშობაო მორთულობებით ღია სივრცეებში ვაჭრობის ნებართვა გასცეს.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი