იტალია ე.წ.წითელ ზონას აფართოვებს
იტალიის ე.წ.წითელ ზონას, სადაც კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი - კამპანია და ტოსკანა - დაემატა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კამპანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება.
კორონავირუსის გავრცელების რისკი შესაბამისად, იტალიაში რეგიონები იყოფა სამ - წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონად. ახალი რეგიონების დამატებამდე „წითელ ზონაში“ შედიოდა ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით.
აღნიშნულ რეგიონებში, სადაც დაახლოებით 16.5 მილიონი ცხოვრობს, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების, აუცილებელი საჭიროების პროდუქციის შესაძენად ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეუძლიათ. დაკეტილია ბარები და რესტორნები.
იტალიაში პარასკევს კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 44 000-ს აჭარბებს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"