პირველად გერმანიაში პაციენტს ვირუსი "სეული" დაუდასტურდა
პირველად გერმანიაში ახალგაზრდა ქალს ვირუსი "სეული" დაუდასტურდა.
მან რეანიმაციაში რამდენიმე დღე გაატარა. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel წერს.
მედიის ცნობით, ვირუსი მას შინაური ვირთხისგან გადაედო.
მედიკოსების თქმით, ჰანტავირუსის ეს ტიპი აზიაშია გავრცელებული და საკმაოდ საშიშად ითვლება.
"ვირუს "სეულის" გადაცემა გავლენას მოახდენს შინაურ და გარეულ ვირთხებთან ურთიერთობაზე", - განაცხადა კლინიკა Charité-ს წარმომადგენელმა, იორგ ჰოფმანმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსი შინაური ვირთხის ორგანიზმში აღმოჩნდა, ნიშნავს, რომ ასეთი ცხოველების გაყიდვის შემთხვევაში, ვირუსი, შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში აღმოჩნდეს, ამიტომ შინაური ვირთხების მეპატრონეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
ვირუსი "სეული" მძიმე გართულებებს იწვევს. მედიკოსების თქმით, პაციენტმა ქვედა საქსონიიდან რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა, რადგან მას თირკმლის უკმარისობა დაეწყო.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფიცირებული ვირთხა გერმანიაში სხვა ქვეყნიდან მოხვდა. ქალმა ინფიცირებამდე 2-3 კვირით ადრე იყიდა", - განაცხადეს მედიკოსებმა.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე