ქალბაჯარის რაიონში სომხები თავიანთ სახლებს წვავენ, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს
მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ სოფელში, რომელიც 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, სომხები თავიანთ სახლებს ტოვებენ, ზოგიერთი მათგანი კი სახლებს წვავს კიდეც, - ამის შესახებ BBC-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტები, ვილ ვერნონი და იური ვენდიკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ.
„ქალბაჯარის რაიონში სომხები საკუთარ სახლებს წვავენ,“- აცხადებს იური ვენდიკი. „დღევანდელი დღე მთიანი ყარაბაღის სოფელ დადივანკში გავატარეთ. რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარს სახლს და მიემგზავრება. ზოგიერთი კი საკუთარ სახლს ცეცხლსაც კი უკიდებს, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს“,- წერს ვილ ვერნონი.
შეგახსენებთ, რუსეთის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს ქალბაჯარის რეგიონი 15 ნოემბრამდე უნდა გადასცეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"