ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად ერთი მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია ერთი მილიონი ევროს ღირებულების დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ამავე დროს, ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.
„ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეიძლება, გახდეს პირველი ნაბიჯი კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე“, – წერს ბორელი.
მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის აუცილებლობას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს შეწყდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს