"რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? "
მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს.
„როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ. აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ,“- განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც მას ყურადღებით წაიკითხავს, მიხვდება, რა დიდი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს