16 ქვეყანა მასობრივი შიმშილის პირასაა - Bloomberg
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო მასობრივი შიმშილობის პირას არის.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, კონფლიქტის გამწვავების, ეკონომიკური სიდუხჭირის, ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ასობით ათასი ადამიანი საკვების გარეშეა დარჩენილი. მსოფლიოში არასტაბილურობა იზრდება და 16 ქვეყანას გლობალური შიმშილი ემუქრება.
გაერო-ს ექსპერტების გაფრთხილებით, ამ დროისათვის ”ცხელ წერტილებად” ბურკინა ფასო, ჩრდილო–აღმოსავლეთ ნიგერია, სამხრეთ სუდანი და იემენის რეგიონები სახელდება. გაერო-ს განცხადების თანახმად, თუ კონფლიქტი გამწვავდება და მომდევნო თვეებში ჰუმანიტარული წვდომა კიდევ უფრო შემცირდება, 16 ქვეყანაში გლობალური შიმშილობის რისკი კატასტროფულად გაიზრდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე