"ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, ამერიკულ გაზეთ „უოლ-სთრით ჯორნელ“-ში («The Wall Street Journal») გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით „თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი ბოევიკი მთიან ყარაბაღში იბრძვის“ (ავტორი - რაჯათაბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე ასობით სირიელი ბოევიკი იბრძვის და კიდევ რამდენიმე ასული მზადაა მათ შეუერთდეს. ავტორი ესაუბრება ორ დაქირავებულს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის რაიონში დაქირავებულების გაგზავნაში.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბევრმა გაგზავნილმა სწრაფად მოითხოვეს უკან დაბრუნება, რადგან დრონებისა და რაკეტების ცეცხლი ძალზე ინტენსიური გამოდგა და მათ ვერ გაუძლეს. იქ დარჩენილებში კი მსხვერპლის რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს. „ისინი ამბობენ, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო“, - ციტირებს „უოლ-სთრითჯორნელი“ იმ სირიელის ნათქვამს, რომელიც ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებთან მუშაობდა მთიან ყარაბაღში მოხალისეთა გაგზავნის მიზნით. „ორასმა გაგზავნილმა უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ეს გამორიცხულია. იქ წასული, თუ მძიმედ არ დაიჭრა ან არ მოკვდა, უკან ვეღარ დაბრუნდება“, - ირწმუნება სირიელი.
როგორც გაზეთის ჟურნალისტს კიდევ ერთი წყარომ აცნობა, სირიელ დაქირავებულებს თვეში 2 ათასი დოლარის ხელფასს სთავაზობენ, რაც ზღაპრული თანხაა ომით დანგრეული სირიის მცხოვრებლებისათვის: „ლიბიაში და აზერბაიჯანში წასვლა მათთვის უკვე ნორმალური მოვლენაა“, - ამბობს წყარო და აღიარებს, რომ თვითონაც აპირებს დაქირავებულის სახით აზერბაიჯანში წასვლას, რადგან ოჯახის რჩენა სულ უფრო მეტად უჭირს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უარყოფს მის მხარეზე სირიელი დაქირავებულების ბრძოლას. ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი პირადი შემადგენლობა ჰყავს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყაროები:
https://www.bbc.com/russian/news-54503784
https://www.wsj.com/articles/turkish-backed-syrian-fighters-join-armenian-azeri-conflict-11602625885
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"