კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება სრულად იკრძალება
კანადის მთავრობა 2021 წლის ბოლოსთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარებას სრულად აკრძალავს.
ამის შესახებ CNN კანადის გარემოს დაცვის მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ყველასთვის ცნობილია, რომ გარემოს დაბინძურების კუთხით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება წარმოადგენს. წლის განმავლობაში ოკეანეებში მილიარდობით მცირე ზომის პლასტმასის ნაწილაკი ხვდება.
ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით კანადაში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის, პარკებისა და სხვა პროდუქტების გამოყენება აიკრძალება.
საინტერესოა, რომ კანადა არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას კრძალავს. ბრიტანეთში 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი კოქტეილის პლასტმასის ჩხირების, სასმელების მოსარევი პლასტმასის ჯოხებისა და ყურის პლასტმასის ჩხირების გამოყენების აკრძალვის შესახებ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე