"საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს"-ნიკოლ ფაშინიანი
ჩვენი პოზიცია უცველელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, ძალადობის გზით არანაირი გამოსავლის პოვნა არაა შესაძლებელი. თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ყარაბაღის საკითხის ძალადობრივად გადაწყვეტა. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს. მათთვის გამოსავალი არის, რომ ყარაბაღელი სომხები გადასახლდნენ, ისინი ყარაბაღის მიღებას ეთნიკური წმენდის გზით აპირებენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები.
„დღეს გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები. ისინი რეგიონში თურქეთმა ჩამოიყვანა. ისინი აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, მსურს ხაზი გავუსვა : თუ გვსურს, ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ, თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს,“- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე