ბრიუსელში კაფეები და ბარები ერთი თვით დაიხურება
ბრიუსელის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში კაფეებსა და ბარებს დახურავს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მუშაობის გაგრძელება, იმ პირობით შეეძლებათ, თუ დადგენილი ზომები დაცული იქნება, რაც გულისხმობს, რომ დაწესებულებებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 სტუმარი იჯდება და რესტორანი 23:00 საათამდე იქნება ღია.
7 ოქტომბრის მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 134 291 შემთხვევა დაფიქსირდა.
დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 088-ით გაიზარდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 092-ს მიაღწია, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსისგან 19 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე