ილჰამ ალიევმა ყარაბაღში დაქირავებული სამხედროების მოზიდვის შესახებ ბრალდებებს უპასუხა
პარიზმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები მთიან ყარაბაღში დაქირავებული სამხედროების მოზიდვის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "CNN Turk-თან" ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზს აქვს ინფორმაცია, თითქოს დაქირავებული მებრძოლები სირიიდან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
"უკვე ათი დღე გავიდა, მაგრამ ჩვენ საფრანგეთისგან მტკიცებულებები არ მიგვიღია", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შუამავლები, მათ შორის საფრანგეთი, თავიანთ მუშაობაში "პასუხისმგებლიანები და ნეიტრალურები" უნდა იყვენენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაც შეაფასა და განაცხადა, რომ ის კითხვებს და პრეტენზიებს არ აჩენს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის იმედოვნებდა, რომ ერევნის პოლიტიკაში ყარაბაღის მიმართულებით ცვლილებები იქნებოდა, ვინაიდან არსებობდა "პოზიტიური მესიჯები".
"იმედი იყო, იყო პოზიტიური მესიჯები. შემიძლია გითხრათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სტაბილური იყო. მაგრამ მან მოგვატყუა. პოლიტიკაში კი ტყუილი მიუღებელია", - განაცხადა ალიევმა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს