"ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს"- ილჰამ ალიევი ყარაბაღზე
ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმედასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა.
„ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან თურქეთის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.
„გამოვხატავ უღრმეს მადლობას ჩვენი მოძმე თურქეთის მიმართ, მისი პრეზიდენტის, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, მისი ურყევი და ძმური პოზიციის გამო. ჩემი ძვირფასი ძმის ძალიან ღია და მკაცრმა განცხადებებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანი მარტო არაა,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"