აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა
აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა.
შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.
რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.
კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"