სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.
„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ბრძოლა გრძელდება, ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“- წერს ჰოვანისიანი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს, რომ „აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს“.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიაღუპა.
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"