ჰელსინკიში ძაღლებს COVID-19-ის გამოვლენა ასწავლეს
ჰელსინკის აეროპორტში ძაღლები მგზავრებს კორონავირუსზე სუნით შეამოწმებენ.
ცხოველებს ვირუსის ამოცნობა სატესტო ხელსახოცებით ასწავლეს. ამის შესახებ The New York Times წერს.
პირველ რიგში, შეამოწმებენ მგზავრებს, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ.
ადამიანებს სთხოვენ, ხელსახოცით კანი გაიწმინდონ. შემდეგ მას სპეციალურ ჭურჭელში აგდებენ და ძაღლს აჩვენებენ. ის ხელსახოცს ყნოსავს და ადგენს, აქვს თუ არა მგზავრს COVID-19.
დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანს საინფორმაციო-სამედიცინო პუნქტში აგზავნიან, სადაც ის შემდგომ ინსტრუქციებს იღებს.
ექსპერიმენტი ძაღლების გამოყენებით 4 თვე გაგრძელდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე