მომავალ კვირას დედამიწას ორი გიგანტური ასტეროიდი ჩაუვლის
NASA-ს ინფორმაციით, 25 სექტემბერს დედამიწას 129 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი, სახელწოდებით 2020 RO ჩაუვლის.
ასტეროიდსა და დედამიწას შორის უახლოესი მანძილი 5,7 მილიონი კმ იქნება.
ამასთანავე, 29 სექტემბერს დედამიწას მეორე ასტეროიდიც ჩაუვლის. მისი სახელია 2020 PM7. 199 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი დედამიწას 2,8 მილიონი კმ მანძილზე მოუახლოვდება.
20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდისათვის დედამიწას 21 მცირე ზომის ასტეროიდი ჩაუვლის.
ყველაზე დიდი ზომის ასტეროიდის მომავალ წელს დედამიწას 21 მარტს ჩაუფრენს. მისი დიამეტრის სიგრძე 1,6 კმ იქნება და ის დედამიწას 1,9 მილიონ კმ-მდე მოუახლოვდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს