"საუკეთესო შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება" - ბილ გეითსი
Microsoft–ის ტექნოლოგიური კორპორაციის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, საუკეთესო შემთხვევაში COVID-19-ის პანდემია 2022 წელს დასრულდება.
ამის შესახებ მილიარდერმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის დარეგულირდებოდა ეპიდვითარება მსოფლიოსა და ამერიკაში, ბილ გეითსმა უპასუხა, რომ თუ 2021 წლის დასაწყისისთვის ვაქცინა დამტკიცდება, მაშინ შეერთებულ შტატებში ვითარება მომავალ ზაფხულს ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
”ეპიდემია, საუკეთესო შემთხვევაში, 2022 წელს დასრულდება. თუმცა, გლობალური მიდგომის შემთხვევაში მაჩვენებელი (ინფექციის გავრცელების) 2021 განმავლობაში დაიწევს. მადლობა ღმერთს, რომ ვაქცინების განვითარების ტექნოლოგიები უკვე არსებობს, ასევე გვაქვს დაფინანსებაც და კომპანიებმა საუკეთესო სპეციალისტები გამოყვეს. ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს ყველაფერი სამუდამოდ არ გაგრძელდება", - განაცხადა ბილ გეითსმა.
მისივე თქმით, პანდემიის დროს მსოფლიოში ვაქცინაციის დონე 14%-ით დაეცა, ”განადგურდა ის პროგრესი, რაც წინა 20 წლის განმავლობაში იყო”.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს