"თვითიზოლაცია სისუსტის გამოვლინებაა" - ბრაზილიის პრეზიდენტი
ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაცია სისუსტის გამოვლინებაა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
”პანდემიის დროს თქვენ არ შეჩერებულხართ. არ დაემორჩილეთ ამ სულელურ აზრს - ”დავრჩეთ სახლში და ეკონომიკას მოგვიანებით მივხედოთ" - ეს სუსტებისთვისაა. ვირუსის შესახებ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს რეალობაა და მას პირისპირ უნდა შევხედოთ. არ უნდა გვეშინოდეს იმის, რისგან გაქცევაც არ შეგვიძლია", - განაცხადა პრეზიდენტმა და ფერმერებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად მუშაობას აგრძელებდნენ, მადლობა გადაუხადა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, არაერთხელ გააკრიტიკა საკარანტინო შეზღუდვები.
ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135,793-მდე გაიზარდა, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 4,495,183 ადამიანი დაინფიცირდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე