„მსურს, რომ ეკონომიკა ღია დარჩეს რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება" - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.
მისივე თქმით, ანალოგიური პროცესია მოსალოდნელი მთელი ევროპის მასშტაბით.
„ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიის გავრცელებას იმის ფონზე, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატებაა და ახლა მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ. ჩვენ ამას ვხედავთ ევროპის მასშტაბით. ვფიქრობ, ეს გარდაუვალი იყო“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს კარანტინის გამოცხადება და ღია ეკონომიკის მომხრეა.
„მსურს, რომ ეკონომიკა ღია დარჩეს რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. გვსურს, რომ ბიზნესმა ფუნქციონირება განაგრძოს. ამის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება წესების დაცვაა“, - დასძინა ბორის ჯონსონმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს