ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ისტორიის უცოდინრობაში დაადანაშაულა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მოუწოდა ანკარას საქმეებში არ ჩაერიოს და თურქეთისგან თავი შორს დაიჭიროს.
ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Analodu იუწყება.
გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ ანკარის მიმართ უფრო მკაცრი ყოფილიყო. მან ასევე დასძინა, რომ ეს მხოლოდ თურქეთის მთავრობაზე უნდა აისახოს და არა ხალხზე. მისი თქმით, თურქეთის მოსახლეობა "უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ერდოღანის მთავრობაა".
კორსიკაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის, მალტისა და საბერძნეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაკრონმა თქვა, რომ თურქეთი აღარ არის პარტნიორი ხმელთაშუაზღვისპირეთში. საფრანგეთის ლიდერის მსგავსი რეაქცია გამოიწვია ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობების გამწვავებამ. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ლიბიის სანაპიროებთან თურქეთის მხრიდან ფრანგულ გემზე თავდასხმა განხორციელდა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. მან დაგმო მაკრონის განცხადება მისი "ქედმაღლური" გამონათქვამების გამო და იგი ისტორიის უცოდინარობაში დაადანაშაულა. ერდოღანის განცხადებით საფრანგეთის ლიდერი თურქ ხალხს ჰუმანურობას ვერ ასწავლის.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ალჟირის ომსა და რუანდაში მოწყობილ გენოციდში, რამაც მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სწორედ საფრანგეთის მთავრობაა დამნაშავე.
"ჰუმანურობის შესახებ ლექციას ვერ წაგვიკითხავთ... ნუ ჩაერევით თურქი ხალხისა და თურქეთის საქმეებში... ", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკრონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინტერესებს თავისი "ინდივიდუალური და ნაციონალისტური პოზიციით".
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა