მფრინავი ავტომობილით ადამიანმა პირველად იმგზავრა
მფრინავი მანქანის იდეა სქაი-ფაის თემატიკას კარგა ხანია აღარ განეკუთვნება.
იაპონიაში ბაზირებულმა კომპანიამ SkyDrive საჯაროდ გამოსცადა ასეთი მოწყობილობა (SD-03), თუმცა წინა ტესტებისგან განსხვავებით, ამჯერად მასში ადამიანიც იჯდა.
საპრეზენტაციო ფრენა "ტოიოტას" სატესტო მოედანზე მოეწყო. ღონისძიების ამსახველი ვიდეო YouTube-ზე საოცარი სისწრაფით გახდა პოპულარული. მან სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მფრინავი ავტომობილის შემქმნელებმა კი განაცხადეს, რომ განვითარების ფონდში $40 მლნ-მდე თანხა შეგროვდა.
SkyDrive-ს მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე მოიპოვოს ფრენის უფლება სატესტო ბაზის მიღმა.
SD-03-მა ოთხი წუთის განმავლობაში იფრინა აღნიშნულ ტერიტორიაზე. როგორც წინა ტესტებზე, მას ახლაც ჰყავდა დისტანციური მართვის პილოტი, რომელიც იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდა პროცესში, თუ უშუალოდ ავტომობილში მყოფ პილოტს დახმარება დასჭირდებოდა.
ვიზუალურად საფრენი აპარატი ასე გამოიყურება:

მარტივად აღსაქმელად, შეგვიძლია გითრათ, რომ ის სტანდარტული ავტომობილის პარკინგის ორ ადგილს იკავებს.
ელექტრონული მფრინავი მანქანა რვა ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც მის კუთხეებშია განლაგებული. მას აქვს ორი თეთრი მაშუქი წინა მხარეს და ერთი წითელი - ქვედა მხრიდან. კონცეფციის მიხედვით, მასში ორი ადამიანის ჩაჯდომაა შესაძლებელი. თუმცა, ტესტირებისას მხოლოდ ერთადგილიანი მოწყობილობა გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, მანქანას 60 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ერთი დატენვით დაახლოებით 30 კილომეტრს გადის. ის სრულად ენერგოეფექტური და ეკომეგობრულია.

SkyDrive-ს განცხადებით, მათი მიზანია, მფრინავი მანქანები გაყიდვაში 2023 წლიდან ჩაუშვან. ერთეულის ფასი ამ დრომდე არ დაუსახელებიათ. 2030 წლისათვის კი კომპანია თვითმართვადი ანალოგის გამოშვებას გეგმავს.
სიახლეები
- "დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში" - პრემიერი
- ქათმის მკერდი სოკოთი
- "არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა" - ტრამპი
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა