ლექტორი Zoom-ში გამართული ონლაინ ლექციის დროს გარდაიცვალა
არგენტინაში, 46 წლის პოლიტოლოგი პაოლა დე სიმონე Zoom–ში გამართული ონლაინ ლექციის დროს გარდაიცვალა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბუენოს აირესის "დე ლა ემპრესას" უნივერსიტეტის ლექტორი ლექციის დროს დაიხრჩო და სტუდენტების თვალწინ გარდაიცვალა. ინციდენტის დროს სტუდენტებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება სცადეს, მაგრამ ლექტორის მისამართი არც ერთმა სტუდენტმა იცოდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
მანამდე, ლექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომებს განიცდიდა. მისი მეუღლე, რომელიც ექიმია, ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე