თურქეთში ძლიერი წყალდიდობაა - არის მსხვერპლი
თურქეთში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 პირს ამ დრომდე ეძებენ.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირესუნის პროვინციაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
დაკარგულებს შორის ხუთი პოლიციის ოფიცერი და ერთი სამაშველო ჯგუფის ექსკავატორის ოპერატორია.
ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო მაგისტრალზე ჩარჩენილია 20 ადამიანი, რომელთა გადმოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა