მსოფლიოში უდიდესი ზომის ნახატი 30 მილიონად გაიყიდება
ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ მსოფლიოში უდიდესი ზომის ნახატის შესაქმნელად დუბაის სასტუმროს ყველაზე დიდი დარბაზი იქირავა.
იგი ნამუშევარს მომდევნო თვეში დაასრულებს.
ნახატის ფართობი დაახლოებით 1,980 კვადრატული მეტრია.
სურათს უკვე აქვს სათაური - "კაცობრიობის მოგზაურობა". ის ოთხი განყოფილებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულში ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრებია გამოყენებული.
ჯაფრი ტილოს ცალკეულ ნაწილებად დაყოფას და მათ აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. მხატვარი 30 მილიონი აშშ დოლარის შეგროვებას და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებას გეგმავს. მანამდე კი სურათი დუბაის ერთ-ერთი ცათამბჯენის ფასადზე განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის მხატვარი პრინც უილიამთან ერთად ბრიტანულ ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს