იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 574 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 23 მაისის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
COVID-19-ის ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 253 438-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა საერთო რიცხვი 35 392-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 203 640 პაციენტი. 764 პირი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს