"მომხდარი კატასტროფა დაუსჯელი არ დარჩება"- ლიბანის პრემიერი
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბიმ მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, საბრძოლო მასალების საწყობთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქდა, კითხვის ნიშნები 2014 წლიდან არსებობდა.
ქვეყნის პრემიერის თქმით, საწყობთან დაკავშირებით ფაქტებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ.
„გპირდებით, ეს კატასტროფა დაუსჯელი არ დარჩება. პასუხისმგებელი პირები აგებენ პასუხს“, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში ხვალ გლოვის დღეა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 50 დაღუპულისა და 3 000 დაშავებულის შესახებ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე