მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 031 281-ს აღწევს. COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 667 060-ს მიაღწია.
ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ბრაზილია და ინდოეთი შედიან.
აშშ-ში კორონავირუსის 4,426,982 შემთხვევა ფიქსირდება, 150,713 ადამიანი გარდაიცვალა.
მეორე ადგილზეა ბრაზილია 2,552,265 შემთხვევით, გარდაცვლილია 90,134 პაციენტი.
ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 1,581,963 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 34,955 ადამიანი ემსხვერპლა.
მეოთხე ადგილზეა რუსეთი, ათეულში კი შედიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პერუ, ჩილე, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი.
უნივერსიტეტის მონაცემებით ეპიდემია 188 ქვეყანაშია გავრცელებული.
ამასთან, კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ადამიანი მეტი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება