”არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა"
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მხარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავება განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. მხარეების განცხადებით, ისინი კონფლიქტური სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი, დიალოგის გზით გადაჭრით არიან დაინტერესებული“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კოორდინაცია გაუწიონ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის მცდელობებს. პუტინმა და ერდოღანმა ასევე აღნიშნეს, რომ ”არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა.“
სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე